ახალი გამოკითხვის მიხედვით, საკვანძო შტატ ჯორჯიაში ტრამპი შვიდი პროცენტით ლიდერობს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება. გამოკითხვის თანახმად, რომელიც 10-14 ოქტომბერს ჩატარდა, ჯორჯიაში სავარაუდო ამომრჩეველთა 52% დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო კამალა ჰარისს 45%. ჩრდილოეთ კაროლინაში ჩატარებულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ ჰარისს ამომრჩეველთა 49% უჭერს მხარს, ხოლო ტრამპს 47 %. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1 328-მა სავარაუდო ამომრჩეველმა შტატ ჯორჯიაში და 1 031-მა სავარაუდო ამომრჩეველმა ჩრდილოეთ კაროლინაში. აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნები 5 ნოემბერს გაიმართება.