ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიმ პეინი არგენტინაში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბუენოს-აირესში სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქში ნაილ ჰორანის კონცერტისთვის იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა. პეინმა მსოფლიო პოპულარობა 2010 წელს მოიპოვა, როდესაც ის იყო X Factor-ზე ჩამოყალიბებული ბიჭების ბენდის წევრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პოპ ჯგუფი გახდა.