აშშ-ის პრეზიდნტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება არ იქნება.
Fox News-თან ინტერვიუში კამალა ჰარისს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რაიმე, რასაც ის ჯო ბაიდენისგან განსხვავებულად გააკეთებს.
„ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო : ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება და, როგორც ყველა ახალი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობაზე მოდის, მე მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ახალ იდეებს. მე წარმოვადგენ ლიდერების ახალ თაობას“, - განაცხადა ჰარისმა.
ამასთან, მისი მტკიცებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე ყოფილ ცნობილ წევრს მიაჩნია, რომ ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტობისთვის, რომ ის არასტაბილურია, საშიშია და რომ ხალხი მისგან დაიღალა.