არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, საკუთარი ლიდერები დემოკრატიულად აირჩიონ. ამ განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ასევე ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აღნიშნულ გზავნილს ქართველი პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ. კონკრეტულად რა წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში და რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით.