დაესწრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი - უწყებათაშორისი კომისიის სხდომას - მთავრობა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პასუხს ელოდება. სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი მას შემდეგ დაიბარეს, რაც ცნობილი გახდა, რომ არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საარჩევნო შტაბი გაიხსნება. მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევასა და სახელმწიფო სტრუქტურების უპატივცემლობაში ადანაშაულებს. განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის, პრეზიდენტის ინიციატივა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პრეზიდენტის წარმომადგენლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაბარებას - ოპოზიცია ამას „ქართული ოცენების“ ლიდერების შიშს უკავშირებს.