ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაზე 40-ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მიმდინარე წელს, სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მეშვიდე დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მიზანი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნეს სექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და დამსაქმებლებისთვის აქტუალური პრობლემის - კადრების დეფიციტის მოგვარებაა.