საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 720 ჰექტარის მოცულობის ფართობი დამუშავდა. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინაციით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში ხორციელდება. სააგენტო შეახსენებს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მავნებლის სახლის პირობებში, მექანიკური მეთოდების გამოყენებით განადგურება.