უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 22 დრონი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 56 დრონი და Х-59-ის ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზთან მდებარე ოლქებში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონების გამოყენებით ხუთი დარტყმა დაფიქსირდა. ამავდროულად, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 13 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, დრონებით თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.