სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 25%-ით გაიზარდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-ივნისის პერიოდში, სამუშაოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის 94 ფაქტია რეგისტრირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74 იყო.
დარღვევების უმეტესობა უკავშირდება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, მეორე ადგილზე ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3 765 ინსპექტირება ჩატარდა. აქედან, ნორმების დარღვევისთვის 1500-ზე მეტ შემთხვევაში გაიცა გაფრთხილება, 361 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, 643 შემთხვევაში კი - ჯარიმა დაიწერა.