დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები სხვა არაერთ საკითხთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპული საბჭო განიხილავს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს და მათ შორისაა მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებაც. აღნიშნული სხდომის დაწყებამდე ევროპელმა ლიდერებმა მედიასთან ისაუბრეს.