ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. „გამჭვირვალობის კანონს“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებენ. როგორც საია-ს ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე უარყოფით შედეგს იღებენ. მისივე განმარტებით, თუ ევროპული სასამართლო კანონის მოქმედების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დარღვევას დაადგენს, სახელმწიფოს კანონის გადახედვა და გაუქმება მოუწევს. კონკრეტულად რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით მესამე სექტორის წარმომადგენლები და როგორ გამოეხმაურნენ აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციის წევრები.