იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტების მოლოდინშია. აღნიშნული საკითხი შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო შტაბი უნდა გაიხსნას. უწყებაში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კანონმდებლობას არღვევს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეურაცხყოფას აყენებს. ამავდროულად, ოპოზიციაში მიესალმებიან პრეზიდენტის ამ ინიციატივას. ხელისუფლების ოპონენტების ამბობენ, რომ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლის დაბარება, „ქართული ოცნების“ შიშზე მიუთითებს.