ნიკა გვარამიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა. ამ გეგმის სახელწოდებაა „4-4-4“ და ის არამხოლოდ ხელისუფლების ჩანაცვლებას, არამედ ქვეყნის მმართველობის სისტემურ ცვლილებებს გულისხმობს. გვარამიას განმარტებით, ამ პროგრამის სახელწოდებაში არსებული ოთხიანები მათი პოლიტიკური გაერთიანების ნომერს და ასევე საარჩევნო პროგრამის სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ასახავს.