“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვეტერანებს მიმართა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ვეტერანებს მტერთან მიმართებით აღარასდროს მოუწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ქართველი ხალხი მტერს არასდროს მოუხდის ბოდიშს. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ვეტერანებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად გაიზრდება.