უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს სხდომაში იღებს მონაწილეობას, რომლის დაწყებამდეც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელის შეხვდა. როგორც მედია წერს, სამიტის ფარგლებში ზელენსკი სიტყვით გამოვა და უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს. ამასთან, ცნობლია, რომ ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს შეხვედრებს გამართავს ნატო-ს შტაბ-ბინაშიც.