იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისგან განმარტებებს ელოდება. ქვეყნის პირველი პირის განცხადება, რომელიც არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, საარჩევნო შტაბის გახსნას გულისხმობს, უწყების ხელმძღვანელის, რატი ბრეგაძის აზრით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო სტრუქტურებს შეურაცხყოფას აყენებს და საარჩევნო პროცესში უხეშად ერევა. თავის მხრივ ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივას მიესალმებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებისთვის, პრეზიდენტის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.