საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიცია და მათსთან დაკავშირებული სუბიექტები, გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე, რაც გამოიხატება წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ხელის შეშლის კონტექსტში. მიქანაძის შეფასებით, ეს ეხება „ქართული ოცნების“ კუთვნილი წინასაარჩევნო ბანერების დაზიანებას და საარჩევნო რგოლების არგაშვებას. მან "ქართული ოცნების" ბილბორდებისა და პლაკატების დაზიანების რამდენიმე ფაქტზე ისაუბრა.