პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, „ქართული ოცნების“ მხრიდან, წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, რომ მმართველი პარტია ამომრჩეველთა მოტყუბით აქტიურად არის დაკავებული. მძიმე და პოლარიზებულ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ისინი პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. საკითხს ცესკოს თავმჯდომარეც გამოეხმაურა.