პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს რომ უცხოეთიდან დაფინანსებული 156 ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალების რეესტრში უკვე დარეგისტრირდა. პაპუაშვილის თქმით, ეს რაოდენობა აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალების შესახებ კანონს აპროტესტებენ. ქვეყნის პირველი კანონმდებლის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.