საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა - 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას ეძლევა.