რუსეთს აქვს კონტაქტები საქართველოსთან და ასევე, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობა, რომ აქტუალური საკითხები განიხილონ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. გვაქვს ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, პირველ რიგში ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხთა შორის კონტაქტები უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან“, - აღნიშნა ლავროვმა.