აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის დახმარების საკითხი და ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს, - ამის შესახებ განცხადებას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
„ლიდერებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი დაგმეს, განიხილეს მათი გეგმები უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ჯო ბაიდენმა, ოლაფ შოლცმა, ემანუელ მაკრონმა და კირ სტარმერმა ვოლოდიმირ ზელენკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს.
„ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება, მათ შორის, გაერო-ს წესდებასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს. „ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება, მათ შორის, გაერო-ს წესდებასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს გუშინ, ბერლინში შეხვდნენ.