„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები იმერეთში გაგრძელდება.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრა ქუთაისში გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები სიტყვით გამოვლენ.
მმართველი პარტიის ცნობით, ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.