ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა დღეს ხელი მოაწერა მემორანდუმს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსების შესახებ, რაც საბჭოთა პერიოდის არქივების ღიაობის გაუმჯობესებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, საბჭოთა დროინდელ არქივზე მოსახლეობას წვდომა ფაქტობრივად არ აქვს, აქედან გამომდინარე მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს ზუსტი ინფორმაცია.