საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დიდი ბრიტანეთიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა უელსში გამართულ სამხედრო შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს და 35 ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
ბრიტანეთის ჯარის ორგანიზებით აღნიშნული სწავლება 1959 წლიდან რეგულარულად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიულობის გაზრდა წარმოადგენს. სამხედრო სწავლება ცნობილია, როგორც სამხედრო ქვედანაყოფების გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა. ყოველწლიურ წვრთნებს უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს.