სებ-ის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ. იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი იყო.