ანსამბლ "რუსთავის" მომღერლები საკონცერტი პროგრამით ონს, ამბროლაურს, ლენტეხს, ცაგერს, სენაკსა და ზუგდიდს ესტუმრნენ. მომღერლებმა მსმენელის წინაშე ტრადიციული და განახლებული რეპერტუარი წარადგინეს. ტურნეს დამთვრებისას, ქალაქ ხობის დღესასწაულზე, მომღერლებს მოცეკვავეები და მუსიკოსები შეუერთდნენ, რომლებიც მაყურებლის წინაშე ერთობლივი პროგრამით წარდგნენ.