უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი დაიბრუნა, - განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით, სახლებს ის ჯარისკაცები დაუბრინდნენ, რომლებიც მარიუპოლსა და „აზოვსტალს“, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქებს იცავდნენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსების ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბმა“ ტყვეების გაცვლის ორგანიზებისას გაწეული დახმარებისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობა გადაუხადა.