აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის დახმარების საკითხი და ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს. გერმანიის მთავრობის განცხადებით, ლიდერებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი დაგმეს, განიხილეს მათი გეგმები უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენება. ასევე, ჯო ბაიდენმა, ოლაფ შოლცმა, ემანუელ მაკრონმა და კირ სტარმერმა ვოლოდიმირ ზელენკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს.