საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საფრანგეთის ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო უკრაინელ კოლეგას, ანდრე სიბიგას დღეს დილით შეხვდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ჟან-ნოელ ბაროს საფრანგეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთი პირველი საგარეო ვიზიტის უკრაინაში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
ბაროს განცხადებით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთს ეწვევა.