გორი-რუისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.