წარმოების გაზრდის მიზნით, კომპანია „ქართული ზეთისხილი“ დედოფლისწყაროში ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ზეთისხილის ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა კომპანიის „ქართული ზეთისხილი“ ხელმძღვანელთან, გიორგი სვანიძესთან ერთად ჩაუშვა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანიის „სვანიძის ზეთისხილის“ ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით ზეთისხილის ბაღი გააშენა, სადაც მილიონი ხე დარგო. ბაღის მიმდებარე ტერიტორიასთან ახალი საწარმოს მშენებლობა 9 თვეში დასრულდება.