უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. რუსეთის მიერ სუმის ოლქის შოსტკინის თემზე ავიაიერიშის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა. ადგილზე 7 ადამიანი დაშავდა. ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა სუმის ოლქს, 19-ი ოქტომბრის ღამეს, საზენიტო რაკეტებითა და "შაჰედის" ტიპის დრონებით შეუტიეს. ხელისუფლების ცნობით, თავდასხმისას ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა, რის შედეგადაც შოსტკინის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის, ენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია.