ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციას, რომელიც კესარიას რაიონში მდებარეობს, ლიბანიდან გაშვებული დრონით თავს დაესხნენ. ინფორმაციას ებრაული მედია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. დრონით თავდასხმა დილით მოხდა. პრემიერის ოფისის განცხადებით, თავდასხმის დროს ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე სარა რეზიდენციაში არ იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.