. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გახსნა საზღვარი და ქვეყანა მოიწამლა კრიმინალებით, ნარკობარონებითა და ტერორისტებით. ტრამპმა ამის შესახებ ამომრჩევლებტან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „იყენებენ როგორც ბუტაფორიას“ და ამავდროულად, დემოკრატებიდან კამალა ჰარისი უფრო საშიშია, რადგან, ტრამპის შეფასებით, ის მარქსისტია. ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია საზღვრის კონტროლის მხრივ ხარვეზების გამო. ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის საზღვარი „ყველაზე ძლიერი“ იყო. სასაზღვრო კონტროლის თემაზე საუბრისას ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა 2019 წლის ანგარიში მოიყვანა მაგალითად, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, აღნიშნულ წელს აშშ-ში არცერთი ტერორისტი არ შესულა.