თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედროებს გააგზავნის, ეს რუსეთის სასოწარკვეთაზე იმეტყველებს,- ამის შესახებ აშშ-ის თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, შონ სავეტმა განაცხადა.
სავეტის თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთში შეუერთდება, აშშ კონსულტაციებს გამართავს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან “ასეთი დრამატული ნაბიჯის” შედეგებზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი ასევე “იმეტყველებს რუსეთს მზარდ სასოწარკვეთაზე, ვინაიდან მას უკიდურესად დიდი დანაკარგები აქვს ბრძოლის ველზე უკრაინის წინააღმდეგ თავის სასტიკ ომში”.
“თუ რუსეთი მართლად იძულებული იქნება ადამიანური ძალისთვის ჩრდილოეთ კორეას მიმართოს, ეს კრემლის მხრიდან სასოწარკვეთის ნიშანი იქნება, და არა ძალის,” - განაცხადა სავეტმა.
ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნოემბრიდან შესაძლოა ბრძოლებში 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჩართოს. ჩრდილოკორეელი სამხედროების რუსეთში გადაყვანის შესახებ ასევე სამხრეთ კორეამაც განაცხადა.