იაპონიაში მმართველი პარტიის ოფისზე თავდასხმა განხორციელდა. მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარ ოფისს 49 წლის მამაკაცმა ხუთი „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაზიანებულა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. სამართალდამცავები თავდასხმის მიზეზს იძიებენ. იაპონიაში 27 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.