საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა, რის შემდეგაც ჟან-ნოელ ბარო უკრაინელ კოლეგას, ანდრე სიბიგას შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ჟან-ნოელ ბაროს საფრანგეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთი პირველი საგარეო ვიზიტის უკრაინაში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. ბაროს განცხადებით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთს ეწვევა. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები უკრაინელ მაღალჩინოსნებთან.