სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩსს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ელჩისგან ქართული ქარტიისა და სამოქმედო გეგმის მიმართ, ელჩის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოისმინა. ზურაბიშვილის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა იაქტიურებს და მათ ურყევ ნებას გამოხატავს - მაშინ ევროკავშირი ყველა შესაბამისს ნაბიჯსს გადადგამს. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ საქართველოს მომავალ მთავრობას სურს ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება - ეს შეიძლება მხოლოდ იმ ღირებულებების საფუძველზე მოხდეს, რომელზეც ევროკავშირია აგებული. ელჩმა აღნიშნა, რომ თუ ქართველი ხალხი აირჩევს მომავალს, რომელიც ერთპარტიულ სახელმწიფოში ცხოვრებას გულისხმობს, სადაც აკრძალულია ოპოზიცია - არანაირი გზა არ არსებობს, რომ საქართველო ოდესმე ევროკავშირის წევრი გახდეს.