"გახარია საქართველოსთვის" დიდუბის ორგანიზაციის წევრი თინათინ ნახუცრიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა. ამასთან, მასთან ერთად გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ კიდევ ორმა წევრმა მიიღო, რომლებიც მიზეზად ასახელებენ, რომ მათ კუთვნილი ანაზღაურება 2021 წლის თვითმმართველობის შემდეგ არ აუღიათ.