ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც. ფოთის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.