ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის პარკი, საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე თბილისში არ მოწყობილა. პარკის მშენებლობამდე წინასაპროექტო კვლევები ჩატარდა, რომელიც გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავდა. გამოიცვალა დაჭაობებული გრუნტი, მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი. ასევე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები. ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ სხვადასხვა მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს.