საქართველოს განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლად რეაბილიტირებული სკოლა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ურუშაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გახსნა. 800 მოსწავლეზე გათვლილი ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.