ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში, მათ შორის ბანკის ფილიალებზე, რომელიც, მისი თქმით, მხარს უჭერს ჰეზბოლას, საჰაერო დარტყმები განახორციელა. აფეთქებები ბეირუთის სამხრეთით დაჰიეს რაიონში გაისმა, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს. ისრაელმა ბექაას პროვინციაც დაბომბა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. მანამდე, ისრაელის სამხედროებმა ლიბანის 25 რაიონში მცხოვრები ადამიანები გააფრთხილეს, რომ დარტყმების განხორციელება იგეგმებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამიზნე ბანკები და სხვა ფინანსური დაწესებულებები იქნებოდა, რომლებიც ჰეზბოლას უჭერენ მხარს.