„საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით თბილისში მარში გაიმართა - მოქალაქეები 5 ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ. თავისუფლების მოედანზე მოწყობილი სცენიდან მოქალაქეებს აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართეს. როგორ გამოეხმაურნენ აღნიშნული მარშს პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით.