არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი ხმა" საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. პერსონალური ინფორმაციების უკანონო მოპოვება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ეს იმ დარღვევების ჩამონათვალია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებაში მოხვდა. უკვე ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია საპარლამენტო არჩევნებს 4200 დამკვირვებლით დააკვირდება. როგორ პასუხობს აღნიშნულ ბრალდებებს მმართველი ძალა.