ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებიდან, თითქმის 4 თვის შემდეგ მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმათა 98,33%-ის დათვლის შემდეგ გამოქვეყნებული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, მოქალაქეების 50,03% ხმას ქვეყნის ევროპულ გზას აძლევს, ხოლო 49,97% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების კურსს მხარს არ უჭერს. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 41,84%-ით ლიდერობს, მეორეზე ადგილზე კი ხმათა 26,35% -ით - პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლოა. როგორც მაია სანდუმ არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ განაცხადა, არსებობს მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი ჯგუფები უცხოურ ძალებთან გაერთიანდნენ და ასი ათასობით ხმა იყიდეს, რათა ქვეყანის ევროპული მომავლის წინააღმდეგ დაეჰიქსირებინათ არჩევანი.