აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, ასევე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატთან, დავით კოდუასთან და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის ომის ვეტერანებს შეხვდა. ყურადღება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საჭიროებაზე გამახვილდა. როგორც ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა, მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია დევნილი საზოგადოებისთვის ყველა იმ სერვისსა და პროგრამაზე ხელმისწავდომობის გაზრდა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა და მისი უწყებები ახორციელებენ.