CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის განიხილავს უკრაინის საჭიროებას იარაღის კუთხით და ასევე იმასაც, თუ როგორ შეიძლება აშშ-მა მომავალი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა გააგრძელოს.