აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, აშშ უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას აგრძელებს. დღეს მსურს, 400 მილიონი დოლარის საპრეზიდენტო დახმარების პაკეტი გამოვაცხადო, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღებისთვის“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.